„ადამი მედია პრიზის“ ნომინანტები დასახელდა
„ადამი მედია პრიზის“ (ADAMI Media Prize) 2020 წლის კონკურსში ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) მაუწყებლებმა, კინორეჟისორებმა და ჟურნალისტებმა 300-ზე მეტი განაცხადი შეიტანეს.
„ადამი მედია პრიზის“ ინფორმაციით, 21-26 სექტემბერს პროექტები საერთაშორისო ჟიურიმ ლუბლიანაში, სლოვენიაში შეაფასა. ჟიურის სლოვენიის საზოგადოებრივი მაუწყებელი (RTV Slovenia) მასპინძლობდა.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებიდან კინო და მედიაექსპერტების მონაწილეობით ჟიურის დამატებითი, საბოლოო სესიები ონლაინრეჟიმში გაიმართა 8 და 9 ოქტომბერს. ონლაინფორმატი გამოწვეული იყო „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული სამოგზაურო შეზღუდვებით.
დღეს საქართველოს პირველი არხის დილის შოუში „ახალი დღე“ პირდაპირ ეთერში დასახელდნენ „ადამი მედია პრიზის“ 2020 წლის ნომინანტები:
„ადამი მედია პრიზი„ საინფორმაციო პროგრამებისა და დოკუმენტური ფილმებისთვის
● ჟანინი, ვლადიმირ ბოკუნი, ბელარუსი
● ნიკოლაი კანტაბინი, ანდრეი კაპტარენკო, TV8 Moldova, მოლდოვა
„ადამი მედია პრიზი“ ახალი ამბებისა და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმებისთვის
● სოფელი ფერმა, ანა ღუდუშაური, ტელეკომპანია „იმედი“, საქართველო
● გოგონა ჯიჰაბის გარეშე, ელენე ცინცაძე, ტელეკომპანია „იმედი“, საქართველო
„ადამი მედია პრიზი“ გასართობი პროგრამებისა და მხატვრული ფილმებისთვის
● დედა, ვიტალი გაიდარჯი, Media Birlii, მოლდოვა
● სიმღერების ქვეყანა, სტანისლავ მედვედევი, UA:PERSHY, უკრაინა
„ადამი მედია პრიზი“ ვებვიდეოებისთვის
● ლექსები ჭაობიდან, დიმა დედოკი, ბელარუსი
● გიულგუნი თექალოდან, ეკა ქევანიშვილი, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო
თავისუფლების თბილისის ბიურო, საქართველო
● შეწყვეტილი მოგონებები, ნატალია ჩხარტიშვილი, ჩაი ხანა, სომხეთი
„ადამი მედია პრიზი“ ახალგაზრდა „ადამი“
● უსაფრთხო ზონა, არფი ბაქარიანი, ჩაი ხანა, სომხეთი
● 16 წლის ცოლები, გიულგიუნ მამედხანოვა, GIPA, საქართველო
● ზღაპარი, ირინა კიპორენკო, INDIE LAB, უკრაინა
12 ნომინირებულ ნამუშევარს შორის ოთხი საქართველოდანაა, ორ-ორი სომხეთიდან, ბელარუსიდან, უკრაინიდან, მოლდოვადან.
სამშაბათს, 20 ოქტომბერს, მოლდოვის საზოგადოებრივ მაუწყებელზე TRM, გადაცემაში „ვინ მოდის ჩვენთან“ (“Кто к нам приходит”) 17:20 საათზე (მოლდოვის დროით), პირდაპირ ეთერში გამოცხადდება ნამუშევრები – „ადამის“ სპეციალური აღნიშვნა და „კოვიდ-19“.
„ადამი მედია პრიზი“ გამარჯვებულებს 2020 წლის 10 დეკემბერს დაასახელებს.