ადამ კინზინგერი – სიცრუეა, თითქოს ევროპას, აშშ-ს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდის მართლმსაჯულება არ გაუკრიტიკებია, ჩვენ კრიტიკულები ვიყავით და ხშირად
ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება და მის ნათქვამს ციტირებს. „ღარიბაშვილი – არასდროს მსმენია, ევროპას, აშშ-ს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდის მართლმსაჯულება გაეკრიტიკებინა“, – ციტირებს კინზინგერი და პასუხობს:
„ეს სრული სიცრუეა. ჩვენ კრიტიკულები ვიყავით და ხშირად. ახლა, როგორც ჩანს, პროგრესი იკლებს და საქართვლოს მთავრობა ღიად არღვევს შეთანხმებებს“, – წერს კინზინგერი.
This is completely false. We were critical, and often. Now, it appears progress is slipping away and GEO govt seems to be openly violating agreements.
Garibashvili ‘Never Heard’ Europe, U.S. Criticizing UNM-Era Judiciary https://t.co/bR0ookSlre via @CivilGe
— Adam Kinzinger (@RepKinzinger) July 18, 2021