ადამ კინზინგერი - შესანიშნავი შეხვედრა მქონდა დავით ზალკალიანთან, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი მოკავშირე და საყრდენია
ადამ კინზინგერი - შესანიშნავი შეხვედრა მქონდა დავით ზალკალიანთან, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი მოკავშირე და საყრდენია

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ადამ კინზინგერი აშშ-ში საქართველოს ელჩ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

ადამ კინზინგერის თქმით, დავით ზალკალიანთან შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა. კინზინგერის განცხადებით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი მოკავშირე და საყრდენია.

„შესანიშნავი შეხვედრა მქონდა აშშ-ში საქართველოს ახალ ელჩთან დავით ზალკალიანთან. განსახილველი ბევრია, თუმცა განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული ომი. საქართველო რუსეთის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი მოკავშირე და საყრდენია“, – წერს ადამ კინზინგერი.