ადამ კინზინგერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი ხართ აშშ-ისთვის, გააგრძელეთ, რასაც აკეთებთ [ვიდეო]

ამერიკელმა კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„გამარჯობა საქართველო, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! თქვენ ეს ყველამ ნამდვილად დაიმსახურეთ და ვიმედოვნებ, რომ ამ დღეს საქართველოს მიღწევებს იზეიმებთ. თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი ხართ აშშ-ისთვის და ჩვენ ძალიან გაგვიხარდება საქართველოში ძლიერი და სტაბილური დემოკრატიის ნახვა. ასე რომ, გააგრძელეთ ის, რასაც აკეთებთ. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!“, – ნათქვამია ადამ კინზინგერის მილოცვაში.

ადამ კინზინგერის მილოცვას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.