ადამ კინზინგერი დონალდ ტრამპს მიმართავს - შეაჩერეთ დეზინფორმაციის გავრცელება, ეს სიგიჟეა
ადამ კინზინგერი დონალდ ტრამპს მიმართავს - შეაჩერეთ დეზინფორმაციის გავრცელება, ეს სიგიჟეა

შეაჩერეთ დეზინფორმაციის გავრცელება, ეს სიგიჟეა, – ასე მიმართავს რესპუბლიკელი სენატორი ადამ კინზინგერი აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს „ტვიტერის“ გვერდიდან.

„ცხადია, ჩვენ გვინდა, რომ ყველა ხმა დაითვალონ, ყველა კანონიერი ხმა. (რა თქმა უნდა) მაგრამ თუ თქვენ ლეგიტიმურად ხართ შეშფოთებული თაღლითობასთან დაკავშირებით, მაშინ წარადგინეთ მტკიცებულება სასამართლოში. შეაჩერეთ დეზინფორმაციის გავრცელება, ეს სიგიჟეა“, – წერს კინზინგერი.

შეგახსენებთ, მანამდე აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დემოკრატები არჩევნების გაყალბებას ცდილობენ. ამის ერთ-ერთ მტკიცებულებად დონალდ ტრამპმა ის მოიყვანა, რომ რესპუბლიკელი დამკვირვებლების ნაწილს ფილადელფიაში ხმის დათვლის დაკვირვების უფლება არ მისცეს. მან ასევე განაცხადა, რომ დემოკრატები არჩევნების მოპარვას ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენებით ცდილობენ, რადგან ტრამპის მტკიცებით, მსგავსი ბიულეტენის გამომგზავნი პირის იდენტიფიცირება ხშირად ვერ ხერხდება.