ადამ კინზინგერი - ამერიკაში კანონზე მაღლა არავინ დგას, 6 იანვრის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტის გამოძახება საჭირო თუ გახდება, ამას გავაკეთებთ
ადამ კინზინგერი - ამერიკაში კანონზე მაღლა არავინ დგას, 6 იანვრის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტის გამოძახება საჭირო თუ გახდება, ამას გავაკეთებთ

ამერიკაში კანონზე მაღლა არავინ დგას, არც კონგრესის წევრები და არც ყოფილი პრეზიდენტი, – ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა „ეიბისი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კინზინგერის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, მისი კოლეგები უნდა დაიბარონ, რათა 6 იანვრის საქმეზე წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის წინაშე გამოკითხონ.

„არავინ უნდა იყოს კანონზე მაღლა, მაგრამ ჩვენ ასევე ვაღიარებთ, რომ მის გარეშეც შეგვიძლია მივიღოთ ინფორმაცია ამ ეტაპზე. ცხადია, როდესაც ყოფილ პრეზიდენტს გამოიძახებთ, ამას მოჰყვება ცირკის გარემო, მაგრამ თუ ის გვჭირდება, ჩვენ ამას გავაკეთებთ“, – აღნიშნა ადამ კინზინგერმა.

კინზინგერმა ასევე განაცხადა, რომ შესაძლოა, 6 იანვარს კაპიტოლიუმზე განხორციელებულ თავდასხმაზე კონგრესში მისი ზოგიერთი კოლეგა იყოს პასუხისმგებელი.