ადა მარშანია - სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი მეცოდება, გამომძიებლები არ არის საკმარისი
ადა მარშანია - სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი მეცოდება, გამომძიებლები არ არის საკმარისი

დეპარტამენტში რვა გამომძიებელი გყავთ, სწორად გავიგე? არ არის ცოტა? მოითხოვეთ უფრო მეტი. მეცოდება თქვენი დეპარტამენტი ძალიან, არ არის ეს საკმარისი, – ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროს ირაკლი ნადარეიშვილს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ამავე დეპარტამენტის ანგარიშის განხილვისას.

ადა მარშანია მიიჩნევს, რომ მთავარი პრობლემა არა იმდენად საქმეების გამოძიებაში, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ მუშაობაშია.

„რაც უნდა სტატისტიკა მოვიყვანოთ აქ, მთელი ნაციონალურ დამნაშავე კრიმინალური რეჟიმის ე.წ. პოლიტიკური ელიტა გვიზის პარლამენტში. რატომ მიეცით თქვენ მათ თავის დროზე პოლიტიკურ მოღვაწეობაში მონაწილეობის უფლება? ამაშია ძირითადი დანაშაული „ქართული ოცნების“. მართლაც რომ, დანაშაულია, ეს არ არის შეცდომა, რადგან თქვენ კრიმინალური კოჰაბიტაციის გზას დაადექით“, – მიმართა ადა მარშანიამ დარბაზში მსხდომი მმართველი პარტიის დეპუტატებს.