ადა მარშანია - ქვეყანაში ისეთი ვითარებაა, რომ პრემიერად მებრძოლი ბიოგრაფიის ადამიანი უნდა იყოს
ადა მარშანია - ქვეყანაში ისეთი ვითარებაა, რომ პრემიერად მებრძოლი ბიოგრაფიის ადამიანი უნდა იყოს

ასეთი ბიოგრაფიისა და დონის ადამიანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი არ უნდა იყოს. ასე ცხოვრება და მოღვაწეობა არ შეიძლება“, – განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ადა მარშანიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ქვეყანაში ისეთი ვითარებაა, რომ ამ პოსტზე მებრძოლი ბიოგრაფიის ადამიანი უნდა იყოს. ის უნდა იყოს საზოგადოებაში გამოკვეთილი ლიდერი, პიროვნება, მებრძოლი, ძლიერი შინაარსის მქონე ადამიანი. ეს იქნებოდა ძლიერი, კარგი და მორალურად გამართლებული სვლა.

პრემიერი ჩვენი, არა „პატრიოტთა ალიანსის“, არამედ საზოგადოების თანამებრძოლი უნდა ყოფილიყო. ჩვენ ძალიან მძიმე 9 წელი გამოვიარეთ და გვინდა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ისეთი ადამიანი იყოს, რომელსაც პოლიტიკაში აქტიურად მოღვაწე ადამიანებზე, თუნდაც, ჩვენი ფრაქციის წევრებზე მორალურ–ზნეობრივი უპირატესობა ექნება“, – განაცხადა მარშანიამ.

„მოამბის“ ჟურნალისტის, მიშა ფეიქრიშვილის შეკითხვაზე, იქნებოდა თუ არა ადა მარშანია ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა განაცხადა, რომ მისთვის ეს ძალიან რთული შეკითხვაა.

„ასეთი პარლამენტის პირობებში პრემიერ-მინისტრობა არ ვიცი, როგორი იქნებოდა“,– განაცხადა მარშანიამ.
მისი თქმით, პრემიერის პარლამენტში ყოფნისას, „პატრიოტთა ალიანსს“ მისთვის რევერანსები არ გაუკეთებია.

„ჩვენ უბრალოდ, მელიასავით არ ვიხულიგნეთ. ჩვენ უზრდელი ხალხი არ ვართ. პრემიერთან დაკავშირებით იგივე პოზიციაზე ვართ, რომ კვირიკაშვილი უნდა გადადგეს“, – განაცხადა ადა მარშანიამ.