ადა მარშანია მიიჩნევს, რომ ფსიქოლოგიური ტესტი უნდა გაიაროს ყველამ, ვინც პოლიტიკაში მიდის
ადა მარშანია მიიჩნევს, რომ ფსიქოლოგიური ტესტი უნდა გაიაროს ყველამ, ვინც პოლიტიკაში მიდის

„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი, დეპუტატი ადა მარშანია მიიჩნევს, რომ  ყველა ადამიანმა, რომელიც პოლიტიკაში მიდის,  ფსიქოლოგიური ტესტი უნდა გაიაროს.

მისი თქმით, ეს აუცილებელია, რადგან ქვეყნისა და საზოგადოების ბედი პოლიტიკოსების ხელშია.

„რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ტესტებს მიმაჩნია, რომ არა მხოლოდ პრეზიდენტობის კანდიდატმა ან პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, არამედ ვინც პოლიტიკაში მიდის და აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა გადაწყვიტა, ფსიქოლოგიური ტესტი ყველამ უნდა გაიაროს, რადგან, ნაწილობრივ მაინც, ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ცხოვრების ბედი პოლიტიკოსების ხელშია“, – განაცხადა დეპუტატმა.

ამასთან, ადა მარშანია პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მისთვის პარლამენტის სპიკერობა ჯერ ადრე იყო.

„თავის დროზე, დიდი შეცდომა იყო დაშვებული, რომ ირაკლი კობახიძე ამ მაღალ და ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დაინიშნა. ეს თანამდებობა მისთვის ჯერჯერობით ნამდვილად ნაადრევია. პარლამენტის თავმჯდომარეს პარლამენტის მართვის უცნაური მანერა აქვს. სამწუხაროდ და საუბედუროდ, მას ბოლომდე არ აქვს გააზრებული თავისი თანამდებობის მნიშვნელობა და პასუხისმგებლობა. ირაკლი კობახიძისთვის ეს თანამდებობა ნაადრევია“, – აცხადებს ადა მარშანია.