ანჩელოტიმ მოდრიჩს შესთავაზა, რომ „რეალის“ სამწვრთნელო შტაბს შეუერთდეს #1TVSPORT
„რეალის“ დამრიგებელმა, კარლო ანჩელოტიმ თავისი გუნდის 38 წლის ფეხბურთელს, ლუკა მოდრიჩს სამწვრთნელო შტაბში გადასვლა შესთავაზა, როცა ეს უკანასკნელი მოთამაშის კარიერის დასრულებას გადაწყვეტს.
ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, „სამეფო კლუბის“ ხორვატი ლეგიონერი მთავარი მწვრთნელის მადლობელია ამ შეთავაზების გამო, მაგრამ მიიჩნევს, რომ ფეხბურთის თამაშის გაგრძელება ისევ შეუძლია.
ლუკა მოდრიჩი უკმაყოფილოა, რომ „რეალში“ ცოტა სათამაშო დროს აძლევენ. ამავდოულად, ხორვატი ფეხბურთელი შეერთებული შტატებისა და საუდის არაბეთის კლუბების სატრანსფერო სამიზნეა, თავად ფეხბურთელის არჩევანი კი ამერიკული გუნდებისკენ იხრება.