აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე ჯამბულ ხოზრევანიძე „ლელოში“ გაწევრიანდა
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე ჯამბულ ხოზრევანიძე „ლელოში“ გაწევრიანდა

დღეს „ლელოს“ უერთდება აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე ჯამბულ ხოზრევანიძე, –  ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკამ ადამიანების იმედგაცრუება გამოიწვია და მათ შორისაა, ჯამბულ ხოზრევანიძეც.

„2012 წლის არჩევნები იყო გადამწყვეტი და ქართულ საზოგადოებას ჰქონდა იმედი, რომ „ქართული ოცნება“ მოახერებდა ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას, ეკონომიკის ამუშავებას და იმ პროგრამის განხორციელებას, რომელიც ასე უხვად დაარიგეს წინასაარჩევნო პერიოდში. გავიდა რვა წელი და ყველამ დავინახეთ, რომ არათუ რამე განხორციელდა, არამედ ქვეყანა ღრმა ძილს მიეცა. ყველა მიმართულებით ქვეყანაში კრიზისია. სწორედ ამ პროცესმა გამოიწვია იმ ადამიანების იმედგაცრუება და პროტესტი, რომლებიც ერთ დროს „ოცნების“ აქტიური წევრები იყვნენ. ჩვენ გვემატებიან ადამიანები, რომლებიც იბრძოდნენ ამ იდეალებისთვის და დღეს „ლელოს“ უერთდება აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე ჯამბულ ხოზრევანიძე“, – განაცხადა ხაზარაძემ.