აჭარის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონებსა და თბილისში სიჩქარის კონტროლის 19 სექცია ამოქმედდა

13:31, 21.12.2020

მიმდინარე წლის 21 დეკემბრიდან, საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, აჭარის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონებსა და თბილისში სიჩქარის კონტროლის 19 სექცია ამოქმედდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 აქვეყნებს.

112-ის გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აჭარის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში და თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სიჩქარის კონტროლის სექცია ამოქმედდა შემდეგ ლოკაციებზე:

ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკებისა და ზღვის პირის ქუჩების კვეთიდან – ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკებისა და შ.ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთამდე. ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ;  ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკებისა და შ.ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთიდან – ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკებისა და ზღვის პირის ქუჩების კვეთამდე. ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ;  ბათუმი, ბაქოს და შავშეთის ქუჩების კვეთიდან -ბათუმი, თ.მეფისა და ტბეთის ქუჩების კვეთამდე. ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ;

ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 32-ე კილომეტრიდან (მიმართულება გურჯაანი) – ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 35-ე კილომატრემდე (სოფ: წინანდალი, მიმართულება გურჯაანი). ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ;  ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 35-ე კილომეტრიდან (სოფ: წინანდალი, მიმართულება თელავი) – ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 32-ე კილომეტრამდე (მიმართულება თელავი). ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ; ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 35-ე კილომეტრიდან (სოფ: წინანდალი, მიმართულება გურჯაანი) – ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 42-ე კილომეტრამდე (სოფ: აკურა, მიმართულება გურჯაანი). ნებადართული სიჩქარე 50 კმ/სთ; ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 42-ე კილომეტრიდან (სოფ: აკურა, მიმართულება თელავი) – ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 35-ე კილომეტრამდე (სოფ: წინანდალი, მიმართულება თელავი). ნებადართული სიჩქარე 50 კმ/სთ.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 15-ე კილომეტრიდან (ბაზალეთის გადასახვევი, მიმართულება სტეფანწმინდა) – მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 19-ე კილომეტრამდე (დუშეთის გადასახვევი, მიმართულება სტეფანწმინდა). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ; მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 19-ე კილომეტრიდან (დუშეთის გადასახვევი, მიმართულება თბილისი) – მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 15-ე კილომეტრამდე (ბაზალეთის გადასახვევი, მიმართულება თბილისი). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ;  მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 19-ე კილომეტრიდან (დუშეთის გადასახვევი, მიმართულება სტეფანწმინდა) – მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 25-ე კილომეტრამდე (შატილის გადასახვევი, მიმართულება სტეფანწმინდა). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ; მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 25-ე კილომეტრიდან (შატილის გადასახვევი, მიმართულება თბილისი) – მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 19-ე კილომეტრამდე (დუშეთის გადასახვევი, მიმართულება თბილისი). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.

ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის და შალვა დოლიძის ქუჩების კვეთიდან – ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის N-40-მდე. ნებადართული სიჩქარე 40 კმ/სთ; ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის N-40-დან – ბერი გაბრიელ სალოსის და შალვა დოლიძის ქუჩების კვეთმდე. ნებადართული სიჩქარე 40 კმ/სთ; ქ. თბილისი, საინგილოსა და გუმბრის ქუჩების კვეთიდან – საინგილოსა და მარტყოფის ქუჩების კვეთამდე. ნებადართული სიჩქარე 40 კმ/სთ;  ქ. თბილისი, საინგილოსა და მარტყოფის ქუჩების კვეთიდან – საინგილოსა და გუმბრის ქუჩების კვეთამდე. ნებადართული სიჩქარე 40 კმ/სთ; ქ. თბილისი, ნიაბისა და აბულის ქუჩების კვეთიდან – ნიაბისა და საინგილოს ქუჩების კვეთამდე. ნებადართული სიჩქარე 40 კმ/სთ;  ქ. თბილისი, ნიაბისა და საინგილოს ქუჩების კვეთიდან – ნიაბისა და აბულის ქუჩების კვეთამდე. ნებადართული სიჩქარე 40 კმ/სთ;  ქ. თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზირისა და ვ.ჩაჩავას ქუჩის კვეთიდან – ქეთევან დედოფლის გამზირისა და ტ.აბუსერიძის ქუჩების კვეთამდე. ნებადართული სიჩქარე 50 კმ/სთ;  ქ. თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზირისა და ტ.აბუსერიძის ქუჩის კვეთიდან – ქეთევან დედოფლის გამზირისა და ვ.ჩაჩავას ქუჩების კვეთამდე. ნებადართული სიჩქარე 50 კმ/სთ.

ცენტრში განმარტავენ, რომ შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით სულ 1 152 კმ. სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება.

მსგავსი