აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო - „პისიარ“ ტესტირებისთვის ბათუმში კარვები გაშლილია ე.წ. ხოფის ბაზრობისა და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო - „პისიარ“ ტესტირებისთვის ბათუმში კარვები გაშლილია ე.წ. ხოფის ბაზრობისა და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსზე აქტიური „პისიარ“ ტესტირება ბათუმის ხუთ პოლიკლინიკაში ხორციელდება. მათივე ცნობით, მოქალაქეებს შეუძლიათ კლინიკებს 10:00 – 17:00 საათამდე მიმართონ.

ამასთან, როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, „პისიარ“ ტესტირებისთვის კარვები გაშლილია ბათუმში ორ ლოკაციაზე, ე.წ. ხოფის ბაზრობისა და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტში მერიის შენობის მიმდებარედ.

„აქტიური „პისიარ“ ტესტირება ბათუმის 5 პოლიკლინიკაში ხორციელდება. ეს პოლიკლინიკებია: ბათუმის N1 პოლიკლინიკა, მის: ტბელ აბუსერიძის ქ. N2; საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი, მის: ბარათაშვილის ქ.N30; ევექსის ამბულატორია, მის: სელიმ ხიმშიაშვილის ქ. N20; N4 პოლიკლინიკა, მის: ტაბიძის ქ. N7 დ თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი, მის: ტბეთის ქ.N4. მოქალაქეებს შეუძლიათ ზემოაღნიშნულ კლინიკებს 10:00 – 17:00 საათამდე მიმართონ.

პისიარ“ ტესტირებისთვის კარვები გაშლილია ქ. ბათუმში ორ ლოკაციაზე, ე.წ. ხოფის ბაზრობისა და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტში – მერიის შენობის მიმდებარედ.

აჭარაში კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის მართვაში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ერთად ჩაერთო კლინიკა „მედალფა“ და ინფექციური საავადმყოფო, რომელთაც გუშინ უკვე მიიღეს კოვიდინფიცირებული პაციენტები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კიდევ 300-მდე საწოლის მობილიზება.

რეგიონში არის საკმარისი მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსი, ინფიცირებული პაციენტების სამედიცინო დაწესებულებებში განსათავსებლად. ყველა კოვიდინფიცირებული პაციენტი, რომელსაც ექნება სტაციონარში განთავსების საჭიროება, მიიღებს შესაბამის სრულყოფილ სერვისს.

18-65 წლამდე პაციენტები, რომელთა დაავადებაც უსიმპტომოდ მიმდინარეობს, გადაყვანილ იქნებიან შესაბამის საკარანტინო სივრცეში მედპერსონალის მუდმივი კონტროლის ქვეშ“,- აღნიშნულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.