აჭარაში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
აჭარაში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოკვლეული 297 პირიდან ორ მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა. მათივე ინფორმაციით, ორივე პირი არის მძღოლი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კორონავირუსი ორივე პირს ცხელების ცენტრში დაუდასტურდა, სადაც ისინი საზღვრიდან გადაიყვანეს. დადასტურების შემდეგ კი, ორივე ინფიცირებული კლინიკა „მედალფაში“ მოთავსდა.

ორი თვეა, აჭარაში ვირუსით ინფიცირების შემთხვევა დღემდე არ დაფიქსირებულა.