აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დღესაც არ დაფიქსირებულა

10:00, 03.05.2020

აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დღესაც არ დაფიქსირებულა. გასული 24 საათის განმავლობაში ლაბორატორიაში 372 ანალიზი შევიდა. ყველა პასუხი უარყოფითია.

რეგიონში უკვე გამოკვლეულია 5000-მდე პირი. მათ შორის 1000 მედიკოსია.

ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ რჩება 24 პაციენტი. აჭარაში სულ 31 პირი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი