აბულაძე, ბოლქვაძე და ხეცურიანი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT
აბულაძე, ბოლქვაძე და ხეცურიანი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT

ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს 63, 67, 82 და 97 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოჭიდავეები ასპარეზობენ. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრთაგან ხალიჩაზე ოთხი სპორტსმენი: 63 კგ – ლერი აბულაძე, 67 კგ – ჯონი ხეცურიანი, 82 კგ – გელა ბოლქვაძე და 97 კგ – გიორგი მელია გამოვიდნენ.

ლერი აბულაძემ ჩინელი ერბატუ დაამრცხა და მეოთხედფინალში გავიდა. ჯონი ხეცურიანმა უზბეკ აბრორ ატაბაევს სძლია და ნახევარფინალში გასასვლელად იბრძოლებს. ასევე მეოთხედფინალში იჭიდავებს გელა ბოლქვაძეც, რომელმაც პირველ დაპირისპირებაში ბულგარელ როსიან ოგნიანოვს მოუგო.

ნახევარფინალები 18:45 საათზე დაიწყება. 20:00 საათიდან კი ფინალურ ბლოკში გათამაშდება მედლების ოთხი კომპლექტი – 55, 72, 77 და 87 კილოგრამებში.

55 კგ-ში ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონატის მეორედ მოგებას შეეცდება. ფინალში მისი მეტოქე აზერბაიჯანელი აზიზლი იქნება. 77კგ-ში კი იური ლომაძე ბრინჯაოს შანსს რეპეშაჟიდან ინარჩუნებდა, მაგრამ ტრავმის გამო ტურნირს ჩაეხსნა.