აბუაშვილი „მეცში“ ადგილს იმკვიდრებს – დავითაშვილი ჯერაც „სენტ-ეტიენში“ რჩება #1TVSPORT
საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-2 ტურში გიორგი აბუაშვილის „მეცი“ „გრენობლს“ ესტუმრა და ფრედ ითამაშა – 0:0. „ჯვაროსნების“ თავდამსხმელი გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილს იმკვიდრებს – 22 წლის თავადმსხმელმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.
ზურიკო დავითაშვილი „სენტ-ეტიენიდან“ ჯერ არ წასულა და „კლერმონთან“ საშინაო შეხვედრაში სათადარიგოებში იყო, მოედანზე კი 59-ე წუთზე შევიდა. ქართველის გუნდმა 3:1 გაიმარჯვა.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მეორე ტურში გიორგი ქვილითაიას „ჰოლშტეინ კილი“ შინ „სანქტ პაულს“ დაუპირისპირდა და 88-ე წუთზე გატანილი გოლით ქულა გადაარჩინა – 2:2. ქართველ თავდამსხმელს კუნთის ტრავმის გამო არ უთამაშია.
ბულგარეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში სოფიის „ცსკა 1948“-მ „ჩერნო მორეს“ უმასპინძლა და 4:1 მოიგო. ლაშა დვალი განაცხადში არ იყო – მწვრთნელმა გუნდის კაპიტანი ევროტურნირების თამაშის შემდეგ დაასვენა.
დანიის პირველ დივიზიონში გიორგი ტაბატაძის „ვეილემ“ „კოლდინგს“ სტუმრად 3:1 სძლია – ქართველ ფეხბურთელს არ უთამაშია.