საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ დაბიში კონგრესზე – Meetings Arabia & Luxury Travel (MALT) წარდგა.
რიგით მე-13 კონგრესზე საქართველოს საქმიანი ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროების, საუდის არაბეთის, ომანის, ბაჰრეინის, ქუვეითის, კატარისა და სხვა ქვეყნების კომპანიები გაეცნენ.
კონგრესის ფარგლებში საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრებმა 30-მდე შეხვედრა გამართეს პოტენციურ დამკვეთებთან საქართველოში მსხვილი
ღონისძიებების, კონგრესებისა და კონფერენციების ჩატარების მიზნით.
ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.