აბუ-დაბიში, სახელმწიფო ნავთობკომპანიის სათაო ოფისის შენობა საქართველოს დროშის ფერებში განათდა
აბუ-დაბიში, სახელმწიფო ნავთობკომპანიის სათაო ოფისის შენობა საქართველოს დროშის ფერებში განათდა

არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში, პირველად ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საპატივცემულოდ, აბუ-დაბის სახელმწიფო ნავთობკომპანიის სათაო ოფისის შენობა, თბილისის დროით 19:00-20:00 საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

ინფორმაციას საქართველოს დიპლომატიური მისიები ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.