აბუ-დაბის გრანპრის კვალიფიკაცია „მერსედესმა“ მოიგო
აბუ-დაბის გრანპრის კვალიფიკაცია „მერსედესმა“ მოიგო

ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო ეტაპზე – „აბუ-დაბის გრანპრიზე“ კვალიფიკაცია გაიმართა, რომელიც „მერსედესის“ ფინელმა პილოტმა ვალტერი ბოტასმა მოიგო. წრეზე მისი საუკეთესო დრო იყო – წუთი და 36.231 წამი. ბოტასმა 0,172 წამით გაუსწრო თავის თანაგუნდელს ლუის ჰემილტონს.

ხვალ, აბუ-დაბის გრანპრიზე სასტარტო ბილიკის პირველ რიგში „მერსედესის“ პილოტები იდგებიან.

მესამე-მეოთხე ადგილებზე იქნებიან – სებასტიან ფეტელი („ფერარი“) და დანიელ რიკარდო („რედ ბული“), მეხუთე-მეექვსეზე – კიმი რაიკონენი („ფერარი“) და იოს ფერსტაპენი („რედ ბული“) და ასე შემდეგ.

ბოტასისთვის ეს იყო მეოთხე პოული ამ სეზონში და მთლიანად კარიერაში.

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონის ტრიუმფატორი უკვე გამოვლენილია. ფინიშამდე სამი ეტაპით ადრე, მეოთხედ მოიპოვა ტიტული ლუის ჰემილტონმა.