აბრეშუმის გზის მე-16 საერთაშორისო კონფერენცია წელს ონლაინ ჩატარდა, რომელშიც 20 ქვეყნის 107-მა მეცნიერმა მიიღო მონაწილეობა
აბრეშუმის გზის მე-16 საერთაშორისო კონფერენცია წელს ონლაინ ჩატარდა, რომელშიც 20 ქვეყნის 107-მა მეცნიერმა მიიღო მონაწილეობა

აბრეშუმის გზის მე-16 საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით 16 წელია იმართება, წელს ონლაინ ჩატარდა.

კონფერენციაში 20 ქვეყნის 107-მა მეცნიერმა მიიღო მონაწილეობა. კონფერენციის ფარგლებში 11 სექცია მუშაობდა, მათ შორის პოლიტიკის, ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, სამართლის, ბიზნესის, ტექნოლოგიების, ისტორიის, კულტურის სექციები, სადაც 72 მეცნიერის მოხსენებები მოისმინეს, გაიმართა დისკუსიები.

როგორც იბსუ-ს რექტორმა, პროფესორმა საფფეთ ბაირაქთუთანმა კონფერენციის გახსნისას განაცხადა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მოხარულია, უმასპინძლოს აბრეშუმის გზის მე-16 საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც პანდემიური ვითარების მიუხედავად, ონლან რეჟიმში, მაგრამ მაინც ჩატარდა.

„სასიამოვნოა, რომ კონფერენცია წელსაც ასეთი წარმომადგენლობითია და შინაარსობრივად მრავალფეროვანი და საინტერესო. იმედი მაქვს, მომავალ წელს კონფერენციას თბილისში, ჩვეულ რეჟიმში ვუმასპინძლებთ“, – განაცხადა იბსუ-ს რექტორმა.

კონფერენციის მთავარმა მომხსენებელმა, Zwickau-ს (გერმანია) უნივერსიტეტის პროფესორმა, ფრანკ გრიმმა პროგრამული სისტემების განვითარების შესახებ გააკეთა მოხსენება. როგორც მან აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, არაპროგრამული სისტემების შემქმნელებმა, მათ შორის, მეცნიერებმა და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებმა, იცოდნენ უფრო მეტი პროგრამული განვითარების შესახებ, ვინაიდან თანამედროვე ტექნოლოგიები და პროგრამული განვითარება იძლევა ძალიან ბევრ შესაძლებლობას საგანმანათლებლო სექტორისთვის.

აბრეშუმის გზის მე-16 საერთაშორისო კონფერენცია 14-15 ოქტომბერს ჩატარდა.