„აბრეშუმის გზის ბიზნესფორუმთან“ დაკავშირებით 21-23 ოქტომბერს თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა აიკრძალება
„აბრეშუმის გზის ბიზნესფორუმთან“ დაკავშირებით 21-23 ოქტომბერს თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა აიკრძალება

„აბრეშუმის გზის ბიზნესფორუმთან“ დაკავშირებით დღეიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით თბილისში გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა აიკრძალება. ინფორმაციას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ თბილისში, 21-23 ოქტომბერს დაგეგმილ „აბრეშუმის გზის ბიზნესფორუმთან“ დაკავშირებით, სატრანსპორტო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება.

კერძოდ, 21 ოქტომბერს, 15:00 საათიდან გადაიკეტება შოთა მესხიას ქუჩა, ხოლო 00:00 საათიდან – ვასო აბაშიძისა და რევაზ ლაღიძის ქუჩები.

22 ოქტომბერს, 18:00 საათზე გადაიკეტება რესპუბლიკის მოედანი. ელბაქიძის ქუჩიდან მომავალი ავტოტრანსპორტი მოძრაობას განაგრძობს ფილარმონიის მიმართულებით, ხოლო  ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან ავტოტრანსპორტი ვერ მოხვდება ელბაქიძის ქუჩაზე – სატრანსპორტო ნაკადი მოძრაობას თავისუფლების მოედნის მიმართულებით შეძლებს.

საჭიროების შემთხვევაში, პატრულ-ინსპექტორები მძღოლებს ალტერნატიული მარშრუტების შესახებ ადგილზე მიაწვდიან ინფორმაციას“, – აღნიშნულია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციაში.