აბასთუმნის ფილტვის სარეაბილიტაციო ცენტრი მაღალი პროფესიული რისკის ჯგუფებს უფასო კურსს შესთავაზებს
აბასთუმნის ფილტვის სარეაბილიტაციო ცენტრი მაღალი პროფესიული რისკის ჯგუფებს უფასო კურსს შესთავაზებს

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს ირაკლი პეტრიაშვილს, სს „ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ დირექტორს ზაზა ავალიანსა და შპს „აბასთუმნის ფილტვის ცენტრის“ დირექტორს, რევაზ ჟღენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა.

შეთანხმების თანახმად, აბასთუმნის ფილტვის სარეაბილიტაციო ცენტრი იღებს ვალდებულებას, მაღალი პროფესიული რისკის ჯგუფების წარმომადგენლებს მაღაროებში, ცემენტის საწარმოებში, მეტალურგიულ და სხვა მსგავს საწარმოებში დასაქმებულებს, რომელთაც სასუნთქი გზების დაავადებები აღენიშნებათ, უფასო სამკვირიანი სასუნთქი სისტემის რეაბილიტაციის კურსი შესთავაზოს.

პროექტის თანახმად, საჭიროების შემთხვევაში აბასთუმნის ცენტრს შეუძლია ერთდროულად რამდენიმე ჯგუფი მიიღოს.

თანამშრომლობის ფარგლებში ბენეფიციარების მიღება უახლოეს მომავალში დაიწყება.

დატოვე კომენტარი