აბას არაღჩიმ პაკისტანის მთავარ მომლაპარაკებელს დელეგაციასთან ერთად უმასპინძლა – „ურყევია ჩვენი ვალდებულება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართ და ეს ჩვენ შორის საერთოა“

23:49, 15.04.2026

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ პაკისტანის არმიის ფელდმარშალ ასიმ მუნირსა და მის დელეგაციას უმასპინძლა.

შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში არაღჩიმ მადლობა გადაუხადა პაკისტანს აშშ-თან მოლაპარაკებების მასპინძლობისთვის, რაც, მისი თქმით, ორი ქვეყნის ურთიერთობის სიღრმესა და სიმტკიცეს ასახავს.

„ჩვენი ვალდებულება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართ ურყევია და ეს ვალდებულება ჩვენ შორის საერთოა“, – განაცხადა აბას არაღჩიმ.

ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პაკისტანის მთავარი მომლაპარაკებელი, არმიის ფელდმარშალი ასიმ მუნირი  თეირანში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გზავნილით ჩავიდა.

გასული კვირის ბოლოს აშშ-სა და ირანს შორის პაკისტანში მაღალი დონის შეხვედრებზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. გავრცელებული ცნობით, ირანი პაკისტანის მეშვეობით აშშ-თან შეტყობინებების გაცვლას აგრძელებს.

მსგავსი