აბას არაღჩი – ტრამპმა სლოგანი „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ აქცია „ისრაელი უპირველეს ყოვლისად“, ჩვენი ძლიერი შეიარაღებული ძალები აგრესორებს იმ გაკვეთილს ჩაუტარებენ, რასაც იმსახურებენ

17:46, 28.02.2026

ჩვენი ძლიერი შეიარაღებული ძალები აგრესორებს იმ გაკვეთილს ჩაუტარებენ, რასაც იმსახურებენ, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.

ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და დონალდ ტრამპის ომი ირანის წინააღმდეგ სრულიად გაუმართლებელი, უკანონო და არალეგიტიმურია.

„ტრამპმა სლოგანი „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ „ისრაელი უპირველეს ყოვლისად“ აქცია, რაც პრაქტიკაში ყოველთვის „ამერიკა ბოლო ადგილზე“ ნიშნავს. ჩვენი ძლიერი შეიარაღებული ძალები ასეთი დღისთვის მზად არიან და აგრესორებს იმ გაკვეთილს ასწავლიან, რასაც იმსახურებენ“, – აღნიშნა აბას არაღჩიმ.

მსგავსი