აბას არაღჩი – თეირანს არ აქვს გეგმები შეერთებულ შტატებთან ბირთვული მოლაპარაკებების განახლების შესახებ
Iran's Foreign Minister Seyed Abbas Araghchi speaks during a joint press conference with his Iraqi counterpart in Baghdad on October 13, 2024. - Iran's top diplomat vowed upon his arrival in the Iraqi capital there would be "no red lines" for the country in defending its people and interests, ahead of Israel's expected retaliation for Iran's recent missile attack. (Photo by Murtaja LATEEF / AFP)
თეირანს არ აქვს გეგმები შეერთებულ შტატებთან ბირთვული მოლაპარაკებების განახლების შესახებ, – ამაზე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ ისაუბრა.
„არანაირი შეთანხმებისთვის არ მიგვიღწევია მოლაპარაკებების განახლების შესახებ. არც რაიმე დაპირება არის გაცემული, არც რაიმეს განხილვა მომხდარა ამ საკითხზე“, – განაცხადა არაღჩიმ ირანულ მედიასთან საუბრისას.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ამერიკელებთან ურთიერთობის უარყოფითი გამოცდილება გააჩნიათ.
„მათ მოლაპარაკებები პროცესის შუაში მიატოვეს. ეს გამოცდილება, ცხადია, გავლენას მოახდენს ჩვენს სამომავლო გადაწყვეტილებებზე. თუმცა ასეთი გადაწყვეტილება საბოლოოდ ირანელი ხალხის სიკეთის მიხედვით მიიღება, არა ემოციური, ზედაპირული ან მოკლევადიანი მოსაზრებების საფუძველზე“,- აღნიშნა აბას არაღჩიმ.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო ინფორმაცია საიდუმლო მოლაპარაკებების შესახებ.
მანამდე თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების კონკრეტული თარიღი ჯერ განსაზღვრული არ არის, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა, რომ შეხვედრა შედგეს. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ და ირანი ერთმანეთს მომავალ კვირაში შეხვდებიან.