აბას არაღჩი – ქუვეითში დრონთან დაკავშირებული ინციდენტი ომისთვის წინასწარ მომზადებულ სცენარს ჰგავს
ქუვეითში დრონთან დაკავშირებული ინციდენტი ომისთვის წინასწარ მომზადებულ სცენარს ჰგავს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.
არაღჩიმ აღნიშნა, რომ ინციდენტი იტალიელ და ქუვეითელ კოლეგებთან განიხილა.
მან სამძიმარი გამოთქვა იტალიის მოქალაქეების დაღუპვის გამო და კიდევ ერთხელ დაადასტურა თეირანის მზადყოფნა, ითანამშრომლოს ორივე ქვეყნის მთავრობასთან ფაქტების დადგენისა და ინციდენტის მიზეზის გარკვევის მიზნით.
„ინციდენტი საეჭვოა და ომისთვის წინასწარ მომზადებულ სცენარს ჰგავს. ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ქუვეითსა და იტალიასთან მომხდარის მიზეზების დასადგენად“, – დასძინა არაღჩიმ.