აბას არაღჩი – ისრაელის მხარდამჭერმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ირანი ვაშინგტონში ქიმიური იარაღის გამოყენებას გეგმავს, ეს სისულელეა, ნუ გვთავაზობთ ერაყის ომის სტილის პროპაგანდას, ამას არავინ დაიჯერებს
ბოლო 72 საათის განმავლობაში ისრაელის მხარდამჭერმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ირანი ვაშინგტონში ქიმიური იარაღის გამოყენებას გეგმავს და ამავდროულად კაშხლების ქვეშ სარაკეტო ბაზებს აშენებს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ ქსელში წერს.
მისი შეფასებით, ეს „სისულელეა“.
„ნუ გვთავაზობთ ერაყის ომის სტილის პროპაგანდას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მასზე ისრაელის კვალი აშკარად იკვეთება. ამას არავინ დაიჯერებს“, – წერს არაღჩი.
In the past 72 hours, pro-Israel media have “reported” that Iran is supposedly plotting to use chemical weapons in DC while building missile bases under dams. RUBBISH.
Spare us the Iraq War-style propaganda, especially with Israeli fingerprints all over it. Nobody is buying it.
— Seyed Abbas Araghchi (@araghchi) November 17, 2026