აბას არაღჩი – ისლამაბადის ურთიერთგაგების მემორანდუმი არასდროს ყოფილა დასრულებასთან ასე ახლოს
ისლამაბადის ურთიერთგაგების მემორანდუმი არასდროს ყოფილა დასრულებასთან ასე ახლოს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.
როგორც ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ყველა დეტალი საზოგადოებას დროულად მიეწოდება.
„ისლამაბადის ურთიერთგაგების მემორანდუმი არასდროს ყოფილა დასრულებასთან ასე ახლოს. საბოლოო დამტკიცებამდე მედიამ თავი უნდა შეიკავოს მის შინაარსთან დაკავშირებით სპეკულაციებისგან. ჩვენი პასუხისმგებლიანი და გამჭვირვალე მიდგომის შესაბამისად, ყველა დეტალი საზოგადოებას დროულად მიეწოდება“, – აღნიშნა აბას არაღჩიმ.
მისივე თქმით, ურთიერთგაგების მემორანდუმს შესაძლოა, უახლოეს დღეებში დისტანციურად მოეწეროს ხელი.
აბას არაღჩის განცხადებითვე, ასევე უახლოეს მომავალში იგეგმება ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით ომანთან ერთობლივი განცხადების გამოქვეყნებაც.