აბას არაღჩი – ირანი და ომანი დროებითი საზღვაო მარშრუტის შესახებ შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან, თუმცა ეს შეთანხმება ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას არ ნიშნავს
ირანი და ომანი დროებითი საზღვაო მარშრუტის შესახებ შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან, თუმცა ეს შეთანხმება ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას არ ნიშნავს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს.
ამასთან, არაღჩის თქმით, თეირანსა და ვაშინგტონს შორის არსებული ურთიერთგაგების მემორანდუმის დარღვევის გამო აშშ-მა ირანს რეპარაციები უნდა გადაუხადოს.
„ჩვენ დროებითი მარშრუტის საკითხს განვიხილავთ. შედეგთან ძალიან ახლოს ვართ. თუმცა ირანსა და ომანს შორის მარშრუტის განსაზღვრა სულაც არ ნიშნავს ჰორმუზის სრუტის გახსნას, რადგან ის სხვა პირობებს ექვემდებარება. შეერთებულმა შტატებმა ირან-აშშ-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის დარღვევის გამო რეპარაციები უნდა გადაიხადოს. ამჟამინდელი სიტუაცია შეერთებული შტატების მიერ ურთიერთგაგების მემორანდუმის დარღვევის შედეგია“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
არაღჩის თქმით, შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ უგულებელყო ირანის გაფრთხილებები და ცდილობდა ჰორმუზის სრუტის გავლით ალტერნატიული მარშრუტის შექმნას, რაც თეირანისთვის მიუღებელია.