აბას არაღჩი – ჰორმუზის სრუტეში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ნათლად აჩვენებს, რომ პოლიტიკური კრიზისის სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს
ჰორმუზის სრუტეში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ნათლად აჩვენებს, რომ პოლიტიკური კრიზისის სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.
მისი თქმით, აშშ და არაბთა გაერთიანებული საამიროები ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ ისევ „ჭაობში“ არ აღმოჩნდნენ.
„მაშინ, როცა პაკისტანის ძალისხმევით მოლაპარაკებები პროგრესირებს, აშშ ფრთხილად უნდა იყოს, რომ არაკეთილმოსურნეებმა ისევ ჭაობში არ ჩაითრიონ. ასევე უნდა მოიქცეს არაბთა გაერთიანებული საამიროებიც“, – წერს არაღჩი.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ ოპერაციას სიტუაცია ჩიხამდე მიჰყავს.
„პროექტი თავისუფლება პროექტი ჩიხია“, – წერს არაღჩი.
Events in Hormuz make clear that there’s no military solution to a political crisis.
As talks are making progress with Pakistan’s gracious effort, the U.S. should be wary of being dragged back into quagmire by ill-wishers. So should the UAE.
Project Freedom is Project Deadlock.
— Seyed Abbas Araghchi (@araghchi) May 4, 2026