აბას არაღჩი ჩინეთში გაემგზავრება, სადაც თეირანსა და პეკინს შორის დიპლომატიური კონსულტაციები გაიმართება
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი დღეს ჩინეთში გაემგზავრება, სადაც თეირანსა და პეკინს შორის დიპლომატიური კონსულტაციები გაგრძელდება.
პეკინში ვიზიტის დროს არაღჩი შეხვდება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და განიხილავს როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო მოვლენების განვითარებებს.
ცნობისთვის, ჩინეთში შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვიზიტიც იგეგმება. დონალდ ტრამპი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს 14 მაისს შეხვდება.