აბას არაღჩი - აშშ-თან ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებებს განვაახლებთ, თუ იქნება მტკიცე გარანტია, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა აღარ განხორციელდება
აშშ-თან ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებებს განვაახლებთ, თუ იქნება მტკიცე გარანტია, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა აღარ განხორციელდება, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.
არაღჩის განცხადებით, თუ აშშ-სა და სხვა ქვეყნებს სურთ ირანთან მოლაპარაკებების განახლება, პირველ რიგში, უნდა არსებობდეს მტკიცე გარანტია, რომ ასეთი ქმედებები აღარ განმეორდება.
„პირველ რიგში, უნდა არსებობდეს მტკიცე გარანტია, რომ ასეთი ქმედებები აღარ განმეორდება. ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმამ მოლაპარაკებებზე დაფუძნებული გადაწყვეტის მიღწევა კიდევ უფრო რთული გახადა“, – განაცხადა არაღჩიმ.
შეგახსენებთ, ირანსა და აშშ-ს შორის ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებები მას შემდეგ ჩაიშალა, რაც ისრაელმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიში მიიტანა. რამდენიმე დღეში კი ირანის ბირთვულ ობიექტებს შეერთებულმა შტატებმაც დაარტყა. ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ირანის ბირთვული ობიექტები თავდასხმების შედეგად სრულად განადგურდა.