აბას არაღჩი - აშშ-ს ორმაგი სტანდარტი აქვს, მისთვის ისრაელის დანაშაულები მისაღებია, ხოლო აგრესორების წინააღმდეგ ირანის თავდაცვას გმობს, საერთაშორისო სამართალი მოხერხებულობის იარაღი არ არის
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აშშ ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს.
ამის შესახებ აბას არაღჩიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
„აშშ-მა მხარი დაუჭირა ისრაელის მიერ ღაზის ბლოკადას, ამართლებდა დახმარების შეწყვეტას „უსაფრთხოების“ არგუმენტით, ამავე დროს გმობს ირანის ქმედებას, როცა ის თავს იცავს ჰორმუზის სრუტეში. ორმაგი სტანდარტი: ისრაელის დანაშაულები მისაღებია, ირანის თავდაცვა აგრესორების წინააღმდეგ კი – დასაგმობი. საერთაშორისო სამართალი მოხერხებულობის იარაღი არ არის“, – წერს აბას არაღჩი.