აბას არაღჩი – აშშ-მა უნდა აირჩიოს, ცეცხლის შეწყვეტა თუ ომის გაგრძელება ისრაელის მეშვეობით, ორივე ერთად ვერ იქნება, მსოფლიო აკვირდება, შეასრულებს თუ არა ის თავის ვალდებულებებს
აშშ-მა უნდა აირჩიოს, ცეცხლის შეწყვეტა თუ ისრაელის მეშვეობით ომის გაგრძელება, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა მას შემდეგ, რაც ისრაელმა ლიბანზე დარტყმები განახორციელა.
სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში აბას არაღჩი აღნიშნავს, რომ აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის ორკვირიანი შეწყვეტის პირობები „მკაფიო და ცხადია“.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ განცხადებას თან დაურთო პაკისტანის პრემიერ-მინისტრის, შებაზ შარიფის განცხადება, რომელშიც შარიფი აღნიშნავს, რომ შეთანხმება ლიბანსაც მოიცავს.
„აშშ-მა უნდა აირჩიოს – ცეცხლის შეწყვეტა თუ ომის გაგრძელება ისრაელის მეშვეობით. ორივე ერთად ვერ იქნება. ბურთი ახლა აშშ-ის მოედანზეა და მსოფლიო აკვირდება, შეასრულებს თუ არა ის თავის ვალდებულებებს“, – წერს არაღჩი.
The Iran–U.S. Ceasefire terms are clear and explicit: the U.S. must choose—ceasefire or continued war via Israel. It cannot have both.
The world sees the massacres in Lebanon. The ball is in the U.S. court, and the world is watching whether it will act on its commitments. pic.twitter.com/2bzVlHFKgi
— Seyed Abbas Araghchi (@araghchi) April 8, 2026