აბას არაღჩი - ახლო აღმოსავლეთში ომის გლობალური შედეგები ყველას დააზარალებს, სიმდიდრის, რწმენისა თუ რასის მიუხედავად, ჩვენი მტერი ერთია
აბას არაღჩი - ახლო აღმოსავლეთში ომის გლობალური შედეგები ყველას დააზარალებს, სიმდიდრის, რწმენისა თუ რასის მიუხედავად, ჩვენი მტერი ერთია

ახლო აღმოსავლეთში ომის გლობალური შედეგები ყველას დააზარალებს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელსაც თან ახლდა აშშ-ის ეროვნული კონტრტერორიზმის ცენტრის დირექტორის, ჯო კენტის თანამდებობიდან გადადგომის წერილის ასლი, არაღჩიმ ევროპელ ლიდერებს ომის წინააღმდეგ გამოსვლისკენ მოუწოდა.

„მზარდი რაოდენობის ხმა, მათ შორის ევროპელი და აშშ-ის ოფიციალური პირები, აცხადებენ, რომ ირანის წინააღმდეგ ომი უსამართლოა. საერთაშორისო საზოგადოების მეტმა წევრმა უნდა მიბაძოს მათ. გლობალური შედეგების ტალღა ახლახან დაიწყო და ყველას დააზარალებს – სიმდიდრის, რწმენისა თუ რასის მიუხედავად. ჩვენი მტერი ერთია“, – განაცხადა არაღჩიმ.

ცნობისთვის, აშშ-ის ეროვნული კონტრტერორიზმის ცენტრის დირექტორმა, ჯო კენტმა თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ „სუფთა სინდისით ვერ დაუჭერს მხარს ირანში მიმდინარე ომს“.