აბას არაღჩი აცხადებს, რომ კატარელი და პაკისტანელი შუამავლები აგრძელებენ მუშაობას აშშ-თან მოლაპარაკებების კუთხით და მიმდინარე პროცესის ფარგლებში წინადადებებს ცვლიან

21:04, 26.11.2026

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ კატარელი და პაკისტანელი შუამავლები აგრძელებენ მუშაობას და მიმდინარე პროცესის ფარგლებში იდეებსა და წინადადებებს ცვლიან.

„ეს ჩვეულებრივი პროცესია. თუ წამოყენებულია კონკრეტული იდეები ან წინადადებები, რომლებსაც შეუძლიათ, გზა გაუხსნან წინსვლას, ისინი განიხილება“, – განაცხადა არაღჩიმ.

ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ მოლაპარაკებები კვლავ ირანის საქმიანობის ნაწილს წარმოადგენს და მათზე უარი არ უთქვამს, თუმცა აღნიშნა, რომ არსებულ ვითარებაში ქვეყნის წინაშე უფრო გადაუდებელი ამოცანაც დგას: უზრუნველყოს, რომ ირანის მოწინააღმდეგეებმა არ იფიქრონ, თითქოს დაწესებული სანქციები და ზეწოლა ხელსაყრელ შედეგს გამოიღებს.

„მიზანია, ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა გააცნობიერონ, რომ ირანის ბლოკირება შეუძლებელია და რომ მათ არ შეუძლიათ ჩვენს ქვეყანას ბლოკადა დაუწესონ“, – დასძინა აბას არაღჩიმ.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ასევე მიმდინარეობს სპეციალური მექანიზმის მეშვეობით, ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ზედამხედველობით.

მსგავსი