აბას არაღჩი აცხადებს, რომ აშშ-ის ბაზები, რომლებიც ირანის წინააღმდეგ თავდასხმებში მონაწილეობენ, ლეგიტიმური სამიზნეები არიან
აბას არაღჩი აცხადებს, რომ აშშ-ის ბაზები, რომლებიც ირანის წინააღმდეგ თავდასხმებში მონაწილეობენ, ლეგიტიმური სამიზნეები არიან

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ აშშ-ის ბაზები, რომლებიც ირანის წინააღმდეგ თავდასხმებში მონაწილეობენ, ლეგიტიმურ სამიზნეებს წარმოადგენენ, – ამის შესახებ ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ირანის სახელმწიფო მაუწყებელზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა რეგიონის ქვეყნები გააფრთხილა, რომ ეს ირანის სახელმწიფო პოლიტიკაა.

აბას არაღჩის განცხადებით, „40 დღის განმავლობაში მსოფლიოს უდიდესი ძალის (აშშ-ის) წინააღმდეგ დგომა, რომელიც ბირთვული იარაღით არის აღჭურვილი, სახუმარო არ არის“.

„მსოფლიომ გააცნობიერა ირანელი ერის ნამდვილი ძალა“, – აღნიშნა არაღჩიმ.

ამასთან, მან განაცხადა, რომ ირანი მხარს უჭერს საუდის არაბეთთან მდგრადი და კონსტრუქციული ურთიერთობების განვითარებას.

მანამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ბაზებზე განხორციელებული დარტყმები თავდაცვითი ხასიათის იყო.