აბას აღარჩი - ამერიკამ დიპლომატიას უღალატა, მაგრამ ევროპელებმა იგი მოკლეს, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით და დიპლომატიის ბლოკირებით მათ განზრახ გაუხსნეს გზა საშიშ ესკალაციას
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ევროპული ქვეყნები გააკრიტიკა, მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა გაააქტიურეს ირანის წინააღმდეგ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ დაწესებული სანქციების აღდგენის მექანიზმი.
აღარჩის თქმით, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით და დიპლომატიის ბლოკირებით აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა მათ განზრახ გაუხსნეს გზა საშიშ ესკალაციას
„დღევანდელი სიტუაცია შეერთებული შტატების ბრალია, რადგან ამერიკა გავიდა ირანის ბირთვული შეთანხმებიდან. ასევე ეს ევროპელების ბრალია, რადგან მათ ქმედითი ზომები ვერ მიიღეს, რომ თავიანთი დანაპირები შეესრულებინათ. ამერიკამ დიპლომატიას უღალატა მაგრამ ევროპელებმა იგი მოკლეს. საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები სრულ პასუხისმგებლობას იღებენ დღევანდელი გადაწყვეტილების სერიოზულ შედეგებზე. ფაქტების იგნორირებით, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით და დიპლომატიის ბლოკირებით მათ განზრახ გაუხსნეს გზა საშიშ ესკალაციას. ჩვენ უნდა ვიფიქროთ დიპლომატიაზე ესკალაციის ნაცვლად“, – აღნიშნა არაღჩიმ.
ცნობისთვის, 28 აგვისტოს დიდი ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა გაააქტიურეს ირანის წინააღმდეგ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ დაწესებული სანქციების აღდგენის მექანიზმი.
დასავლეთის ქვეყნებისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, ისინი არ არიან დარწმუნებული, რომ ირანის ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. ირანი კი ამტკიცებს, რომ ბირთვული იარაღის შექმნას არ ცდილობს და მისი პროგრამა მხოლოდ სამოქალაქო დანიშნულებისაა.