აარონ უეინრაითი - ვერ ვიტყოდი, რომ  ვაამაინას იდაყვი სასიამოვნო იყო | იაპონია 2019
აარონ უეინრაითი - ვერ ვიტყოდი, რომ ვაამაინას იდაყვი სასიამოვნო იყო | იაპონია 2019

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე უელსმა მეოთხედფინალში საფრანგეთი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

 

49-ე წუთზე, მსაჯმა მოედნიდან ვაამაინა წითელი ბარათით გააძევა, რადგან ამ უკანასკნელმა უელსელ უეინრაითს იდაყვი გაარტყა. ფრანგი გიგანტის ვეება ხელს უელსელი გადაურჩა და ეპიზოდი ჟურნალისტებთან საუბარში გაიხსენა.

 

„გამიკვირდა, რომ მსაჯმა ეს თავიდან ვერ შეამჩნია, თუმცა მერე ყველაფერში გაერკვნენ. ამ ეპიზოდის შემდეგ ჩვენ ზეწოლა გავაძლიერეთ და თამაში ბოლომდე მივიყვანეთ. ახლა კარგად ვარ, მაგრამ მაშინ, როცა ვაამაინას იდაყვი მომხვდა ვერ ვიტყვი, რომ კარგად ვიყავი“.