A ლიცენზიის 20 მაძიებელი
A ლიცენზიის 20 მაძიებელი
„დავით პეტრიაშვილი არენაზე“ უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსის, მეორე მოდული გაიმართა – ორგანიზატორი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური განყოფილება გახლდათ.
 
მოდულის ფარგლებში სასწავლო კურსის მონაწილე მწვრთნელებმა, სხვდასხვა მნიშვნელოვან საფეხბურთო საკითხებთან ერთად, დაცვაში თამაშის ორგანიზების და ფეხბურთის მენეჯმენტის თანამედროვე სტანდარტების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. სასწავლო პროცესი ტრადიციულად თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგებოდა.
უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსი განახლებული ფორმატით ტარდება და უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან სრულ შესაბამისობაშია. ამ ეტაპზე სასწავლო კურსზე 20 ლიცენზიის მაძიებელი ირიცხება. სასწავლო პროგრამის გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მსმენელებს უეფას საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ.