99 წლის ბრიტანელმა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა ქვეყნის ჯანდაცვის სერვისებისთვის 31 მილიონი დოლარი შეაგროვა
99 წლის ბრიტანელმა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა, ტომ მურმა ქვეყნის ჯანდაცვის სერვისებისთვის 31 მილიონი დოლარი შეაგროვა.
ტომ მური 30 აპრილს 100 წლის ხდება. მან გადაწყვიტა, რომ დაბადების დღემდე საკუთარი სახლის გარშემო 100-ჯერ შემოევლო და ამ გზით დონაცია მიეღო. მან გეგმა უკვე შეასრულა და 31 მილიონიც შეაგროვა.
როგორც ომის ვეტერანი ამბობს, არ ეგონა, თუ მის წამოწყებას ამ მასშტაბის გამოხმაურება მოჰყვებოდა. ტომ მური ყველა იმ ადამიანს, ვინც მას ექიმებისთვის თანხის შეგროვებაში დაეხმარა, მადლობას უხდის.
ტომ მურის მიერ შეგროვებული თანხა დიდი ბრიტანეთის საავადმყოფოებს გადაეცემა.