სოლსკიაერი - „მანჩესტერ იუნაიტედი“ დღესაც უფრო დიდი გუნდია, ვიდრე „მანჩესტერ სიტი“
სოლსკიაერი - „მანჩესტერ იუნაიტედი“ დღესაც უფრო დიდი გუნდია, ვიდრე „მანჩესტერ სიტი“

ოლე გუნარ სოლსკიაერი მიიჩნევს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, „მანჩესტერ იუნაიტედი“ მაინც უფრო დიდი კლუბია, ვიდრე „მანჩესტერ სიტი“.

დიდი ალბათობით, წელს ზედიზედ მეშვიდე სეზონი იქნება, როცა „სიტი“ „იუნაიტედზე“ მაღალ ადგილს დაიკავებს სატურნირო ცხრილში, რაც 1930-იანი წლების შემდეგ არ მომხდარა.

2013 წლის შემდეგ, როდესაც „იუნაიტედმა“ ბოლოს მოიგო პრემიერლიგა, „სიტი“ სამჯერ გახდა ჩემპიონი.

„დიახ, „იუნაიტედი“ უფრო დიდია, ვიდრე „სითი“. დღესდღეობით ჩვენ მათ ბევრად ჩამოვუვარდებით, მაგრამ, მერე რა? დავნებდეთ? არ ვიბრძოლოთ?“ – აცხადებს სოლსკიაერი.

დღეს, 7 დეკემბერს, თბილისის დროით 21:30 საათზე, ეს ორი გუნდი ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება. მატჩი „სიტის“ საშინაო არენაზე, „ეტიჰად სტედიუმზე“ გაიმართება.

ამჟამად „მანჩესტერ სიტის“ 32 ქულა აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება, „იუნაიტედი“ კი 21 ქულით მეექვსე ადგილზეა.