90-ე და 93-ე წუთებზე გატანილი გოლებით, პსჟ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა
ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალისტი „პარი სენ-ჟერმენი” გახდა, რომელმაც დრამატულ ბრძოლაში მოუგო მეოთხედფინალი „ატალანტას” – 2:1.
პირველი გოლი მატჩში იტალიურმა გუნდმა გაიტანა – 26-ე წუთზე დუვან საპატას პასით ანგარიში გახსნა ხორვატმა მარიო პაშალიჩმა.
„ატალანტამ” თითქმის ბოლომდე შეინარჩუნა უპირატესობა, მაგრამ 90-ე და 93-ე წუთებზე გაუშვა და ტურნირს გამოეთიშა. პარიზულმა კლუბმა მარკინიოსისა და სათადარიგო ფორვარდის ერიკ შუპო-მოტინგის გოლებით მოიგო.
ასე რომ, „პარი სენ-ჟერმენი” 1995 წლის შემდეგ პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, სადაც „ლაიპციგისა” და „ატლეტიკოს” წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.