9 სექტემბერი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაარსების დღეა
9 სექტემბერი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაარსების დღეა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაარსებიდან 30 წელი გავიდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით „არმი ჰოლში“ საზეიმო ღონისძიება გაიმართა. თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უწყების თანამშრომლებს თავდაცვის სამინისტროს დაარსების დღე მიულოცა, სამინისტროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

მინისტრის გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, 25 ან მეტი წლის ნამსახურების მქონე თანამშრომლებს და თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებს ფულადი ჯილდო გადაეცათ.

დღესვე, ჯუანშერ ბურჭულაძემ 20 დან 25 წლამდე ნამსახურების მქონე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის თანამშრომლები და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები მადლობის სიგელით დააჯილდოვა.

საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას 1991 წლის 9 სექტემბრის ბრძანებულების საფუძველზე შეიქმნა. დოკუმენტის მიხედვით საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ეროვნული არმიის ჩამოყალიბება და საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა დაევალა.

დატოვე კომენტარი