9 მარტის ბაღში მხატვრებსა და მშრალი ხიდის ტერიტორიაზე მოვაჭრეებს შორის დაპირისპირება მოხდა
9 მარტის ბაღში მხატვრებსა და მშრალი ხიდის ტერიტორიაზე მოვაჭრეებს შორის დაპირისპირება მოხდა

9 მარტის ბაღში მხატვრებსა და მშრალი ხიდის ტერიტორიაზე მოვაჭრეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

მხატვრების ნაწილი ბაღის ტერიტორიაზე მოვაჭრეთა გადაყვანას აპროტესტებს. მხატვრები აცხადებენ, რომ მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეები დროებით მერიის წარმომადგენლებმა მათ სამუშაო ტერიტორიაზე გადაიყვანეს, რის გამოც მხატვრებს მუშაობის საშუალება არ ეძლევათ და ტურისტების დაინტერესებას ვეღარ ახერხებენ.

მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ისინი დროებით დედაენის ბაღში მუშაობდნენ, თუმცა ხეების ჭრის გამო ტერიტორიის დატოვება მოუხდათ. მათივე თქმით, მზად არიან მერიის მხრიდან თანხმობის შემთხვევაში უკან, დედაენის ბაღში დაბრუნდნენ.

9 მარტის ბაღში დაპირისპირება მხარეებს შორის რამდენიმე დღის წინაც მოხდა. მხატვრები და მშრალი ხიდის მიმდებარედ მოვაჭრე პირები პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.