9 მაისს აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ღონისძიება ფლორიდაში გაიმართება
აბსოლუტურმა საბრძოლო ჩემპიონატმა დაასახელა ლოკაცია სადაც 9 მაისის ღონისძიება შედგება. ჟურნალისტი ბრეტ ოკამოტო და ასევე რამდენიმე სანდო წყარო ავრცელებენ ინფორმაციას, რომ 9 მაისის ქარდს ფლორიდა უმასპინძლებს.
ღონისძიება UFC 249-ის ეგიდით გაიმართება. ამის შესახებ თანხმობა უკვე განაცხადა ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა. აკრძალვა შტატში შერეული ორთაბრძოლების გარდა კიდევ რამდენიმე სპორტულ სახეობას მოეხსნება. თანხმობის მიხედვით ღონისძიებაზე დასწრება ათლეტების გარდა მედიის წარმომადგენლებს, გუნდების წევრებს და ყველა საჭირო პირს შეეძლება.
შერეულ ორთაბრძოლებთან ერთად ფლორიდის შტატი დიდი ალბათობით კრივის ღონისძიებებსაც უმასპინძლებს. ამის შესახებ მოლაპარაკებები უკვე დასკვნით ფაზაშია.
UFC 249-ის მთავარი ბრძოლა ტონი ფერგიუსონსა და ჯასტინ გეტჯის შორის შედგება. ასევე კიდევ ერთი სატიტულო ბრძოლა ჰენსრი სეხუდოსა და დომინიკ კრუზს შორის გაიმართება.