უკრაინული ავიაკომპანია Bees Airline კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებით კვირაში ორ რეისს შეასრულებს

15:53, 25.05.2021

9 ივნისიდან უკრაინული ავიაკომპანია Bees Airline პირდაპირ ფრენებს კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებით კვირაში ორჯერ განახორციელებს.

ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, ზაფხულის სეზონზე ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით ფრენებს კვირაში სამჯერ განახორციელებს.

მსგავსი