9 იანვარს აფრიკის თასი იწყება - ყველაფერი ტურნირის შესახებ #1TVSPORT
9 იანვარს აფრიკის თასი იწყება - ყველაფერი ტურნირის შესახებ #1TVSPORT

9 იანვარს, კამერუნში აფრიკის თასის გათამაშება იწყება, რომელიც ეროვნული ნაკრებებისთვის მთავარი საფეხბურთო ტურნირია აფრიკის კონტინენტზე.

პირველი გათამაშება 1957 წელს ჩატარდა. მასში მხოლოდ სამმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებული ეთიოპიის ნაკრები გახდა.

აფრიკის თასის მოქმედი ჩემპიონი ალჟირის ნაკრებია, რომელმაც 2019 წელს ფინალში სენეგალი 1:0 დაამარცხა.

აფრიკის ყველაზე ტიტულოვანი ნაკრებია ეგვიპტე, რომელსაც შვიდჯერ აქვს ტიტული მოგებული. მეორე ადგილზეა კამერუნი – ხუთი მოგება, მესამეზე – განა (ოთხი ტიტული).

ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია ლეგენდარული კამერუნელი ფორვარდი სამუელ ეტო’ო – 18 გოლი. შემდეგ მოდიან კოტდივუარელი ლორან პოკუ – 14 გოლი და ნიგერიელი რაშიდი იეკინი – 13 გოლი.

წლევანდელი ტურნირი რიგით 33-ეა ისტორიაში. ის 2021 წელს უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. ჯგუფურ ეტაპზე 24 ნაკრები ითამაშებს. ისინი ექვს ჯგუფად არიან დაყოფილნი. ჯგუფებში ორ-ორი საუკეთესო გუნდი და ასევე ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი მერვედფინალში გავლენ.

ჯგუფური ეტაპი 9-20 იანვარს გაიმართება, 1/8 ფინალი – 23-26 იანვარს, 1/4 ფინალი – 29-30 იანვარს, 1/2 ფინალი – 2-3 თებერვალს, მე-3 ადგილისთვის მატჩი და ფინალი – 6 თებერვალს.

 

ჯგუფური ეტაპი

А ჯგუფი

ბურკინა ფასო, კამერუნი, კაბო ვერდე, ეთიოპია

 

კამერუნი-ბურკინა ფასო, 9 იანვარი, 20:00.

ეთიოპია-კაბო ვერდე, 9 იანვარი, 23:00.

კამერუნი-ეთიოპია, 13 იანვარი, 20:00.

კაბო ვერდე-ბურკინა ფასო, 13 იანვარი, 23:00.

კაბო ვერდე-კამერუნი, 17 იანვარი, 20:00.

ბურკინა ფასო-ეთიოპია, 17 იანვარი, 20:00.

 

В ჯგუფი

გვინეა, ზიმბაბვე, მალავი, სენეგალი

 

სენეგალი-ზიმბაბვე, 10 იანვარი, 17:00.

გვინეა-მალავი, 10 იანვარი, 20:00.

სენეგალი-გვინეა, 14 იანვარი, 17:00.

მალავი-ზიმბაბვე, 14 იანვარი, 20:00.

მალავი-სენეგალი, 18 იანვარი, 20:00.

ზიმბაბვე-გვინეა, 18 იანვარი, 20:00.

 

С ჯგუფი

გაბონი, განა, კომორის კ-ები, მაროკო

 

მაროკო-განა, 10 იანვარი, 20:00.

კომორის კ-ები-გაბონი, 10 იანვარი, 23:00.

მაროკო-კომორის კ-ები, 14 იანვარი, 20:00.

გაბონი-განა, 14 იანვარი, 23:00.

გაბონი-მაროკო, 18 იანვარი, 23:00.

განა-კომორის კ-ები, 18 იანვარი, 23:00.

 

D ჯგუფი

გვინეა-ბისაუ, ეგვიპტე, ნიგერია, სუდანი

 

ნიგერია-ეგვიპტე, 11 იანვარი, 20:00.

სუდანი-გვინეა ბისაუ, 11 იანვარი, 23:00.

ნიგერია-სუდანი, 15 იანვარი, 20:00.

გვინეა ბისაუ-ეგვიპტე, 15 იანვარი, 23:00.

გვინეა ბისაუ-ნიგერია, 16 იანვარი, 23:00.

ეგვიპტე-სუდანი, 16 იანვარი, 23:00.

 

E ჯგუფი

ალჟირი, კოტ დ’ივუარი, სიერა ლეონე, ეკვ. გვინეა

 

ალჟირი-სიერა ლეონე, 11 იანვარი, 17:00.

ეკვ. გვინეა-კოტ დ’ივუარი, 12 იანვარი, 23:00.

კოტ დ’ივუარი-სიერა ლეონე, 16 იანვარი, 20:00.

ალჟირი-ეკვ. გვინეა, 16 იანვარი, 23:00.

კოტ დ’ივუარი-ალჟირი, 20 იანვარი, 20:00.

სიერა ლეონე-ეკვ. გვინეა, 20 იანვარი, 20:00.

 

F ჯგუფი

გამბია, მავრიტანია, მალი, ტუნისი

 

ტუნისი-მალი, 12 იანვარი, 17:00.

მავრიტანია-გამბია, 12 იანვარი, 20:00.

გამბია-მალი, 13 იანვარი, 17:00.

ტუნისი-მავრიტანია, 13 იანვარი, 20:00.

გამბია-ტუნისი, 20 იანვარი, 23:00.

მალი-მავრიტანია, 20 იანვარი, 23:00.

 

პლეი ოფი

23 იანვარი, 17:00 – 1/8 ფინალი

23 იანვარი, 20:00 – 1/8 ფინალი

24 იანვარი, 17:00 – 1/8 ფინალი

24 იანვარი, 20:00 – 1/8 ფინალი

25 იანვარი, 17:00 – 1/8 ფინალი

25 იანვარი, 20:00 – 1/8 ფინალი

26 იანვარი, 17:00 – 1/8 ფინალი

26 იანვარი, 20:00 – 1/8 ფინალი

 

29 იანვარი, 17:00 – 1/4 ფინალი

29 იანვარი, 20:00 – 1/4 ფინალი

30 იანვარი, 20:00 – 1/4 ფინალი

30 იანვარი, 17:00 – 1/4 ფინალი

 

2 თებერვალი, 20:00 – 1/2 ფინალი

3 თებერვალი, 20:00 – 1/2 ფინალი

 

6 თებერვალი, 17:00 – მე-3 ადგილისთვის

 

6 თებერვალი, 20:00 – ფინალი