პოლონეთში, ქალაქ ლოძში შვიდკაცა რაგბიში ევროპის გრან-პრის მეოთხე, დასკვნითი ეტაპი დასრულდა.
ტურნირის პირველი დღე მოულოდნელობებით იყო სავსე. პირველ მატჩში „ბორჯღალოსნები“ ფრანგებს დაუპირისპირდნენ და უმცირესი სხვაობით – 5:7 დამარცხდნენ.
მოულოდნელი შედეგით დასრულდა მეორე მატჩი – ქართველმა მორაგბეებმა შვედეთთან შეხვედრა ხუთი ქულით – 19:14 დათმეს.
პირველი სატურნირო დღე ქართველებმაც სენსაციით დაასრულეს. ინგლისის ნაკრებთან შეხვედრას „ბორჯღალოსნები“ ბოლო წამებამდე აგებდნენ, თუმცა თამაშის დასრულებამდე ათი წამით ადრე სოსო მათიაშვილის გარღვევას რამაზ ხარაზიშვილის გამარჯვების მომტანი ლელო მოჰყვა – 19:17.
გრან-პრის მეორე დღეს ქართველი მოშვიდკაცეები უელსსა და იტალიას დაუპირისპირდნენ და ორივე მატჩი დიდი ანგარიშით მოიგეს (28-5; 32-12).
საბოლოო ჯამში, საქართველოს შვიდკაცა ნაკრებმა ტურნირზე მე-9 ადგილი დაიკავა და მესამე თანრიგის თასი მოიპოვა.